ნიკა გვარამიას ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან-სრული ვერსია

„ჯარი გაგვინადგურეს პრაქტიკულად, ძალიან ვწუხვარ, რაც ხდება,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ჯარსა და პოლიციაში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სააკაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს იმ გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც საჰაერო ძალები გააუქმეს.

„როცა ხედავ მფრინავ ქალს, რომელიც მივიდა, დაიჯერა და ხელზე სატარებელი უნდა ყოფილიყო, თუნდაც მსოფლიოს დასანახად და ამასობაში, პრაქტიკულად, აიძულეს, ჯარი დაეტოვებინა, უნდა გადავარჩინოთ ეს ხალხი,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ასევე ისაუბრა პოლიციაში არსებულ მდგომარეობაზე და მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ მოქალაქეების ინტერესები დაიცვან და მათ გამოხატვის თავისუფლებაში ხელი არ შეუშალონ.

„ცოტაც მოითმინეთ, ძმებო, არ წაჰყვეთ ივანიშვილს საფლავში, არ შეუშალოთ ხელი თავის ნების გამოხატვაში და პირველი მოგხედავთ თქვენ და გაქცევთ ისევ მთავარ, პრესტიჟულ დაწესებულებად საქართველოში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2004 წელი რომ იყოს, კვლავ იტყოდა „ყველანი ციხეში“.

სააკაშვილის თქმით, დღეს განსხვავებული მდგომარეობაა ქვეყანაში და „უნდა მოხდეს ამ ადამიანების სხვანაირი რეაბილიტაცია“. მისი თქმით, პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

https://youtu.be/IP6C2jVzkGI

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია
შემდეგი სტატია1-ელ მაისამდე პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა – აქცია ეხება უვადო, ქაღალდის პირადობის მოწმობებს