ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თავმდამსხმელი სენაკის მეორე ქვეითთა ბაზაში მუშაობს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “მთავარ აქცენტებში” ამბობს, რომ ზუგდიდში სწორედ იმ პირის დაკავების (შეიარაღებული თავდამსხმელის, რომელიც ზუგდიდში, “საქაღთველოს ბანკის” შენობაში” შეიჭრა) სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც “მთავარის” მიერაა იდენტიფიცირებული – ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ის სენაკის მეორე ქვეითთა ბაზაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, სენაკის მეორე ბაზელია მისი თანამზრახველი, ვინმე ხვიბლიანიც.

გადაცემაში ნიკა გვარამიამ დღემდე უცნობი კრიმინალური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მომხდარი ფაქტი არაა პირველი შემთხვევა, როცა ჯარისკაცები ბანკს ძარცვავენ:

2013 წელს სამმა ჯარისკაცმა, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დააყაჩაღა “საქართველოს ბანკი” ზუგდიდში და დაბრუნდა ნაწილში. ეს ამბავი გასკდა იმით, რომ ერთმა მათგანმა დაფარა დიდი რაოდენობით სესხი, სამივე დაკავებულია, ეტყობა, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა მართლმსაჯულება. ისინი სასჯელს იხდიან. აი, ამაზე მაინტერესებს პასუხი ხელისუფლებისგან, – თქვა ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში.”

ნიკა გვარამია, ასევე, ამბობს, რომ ხელისუფლებას მოუწევს მოქმედი ჯარისკაცის დაკავება და ასევე, მოუწევს ახსნა, რა ხდება ხვიბლიანის გარშემო, რომელსაც “ინტერვიუებისთვის წინ და უკან დაატარებდნენ”, არადა, ის ყალბი მძევალი იყო, რასაც, ასევე, მთავარი არხის მიერ მოპოვებული და გასაჯაროვებული კადრები ადასტურებს, სადაც ხვიბლიანი თავდამსხმელს ეჩურჩულება.

banner
წინა სტატიაშიდავით მაყიშვილი: ამ ხმაურიანი “ფეიკ” დაკავებისათვის შეირჩა ბეჟან გვაზავა ე.წ დაკავების პერიოდში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა