25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ნიკა გვარამიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის “მდგომარეობა მძიმეა”

თუ ციხის საავადმყოფოს წარმომადგენლებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ განსხვავებული რამ აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავის ქალთა ციხეში ხოშტარიასთან შევიდნენ მისი მკურნალი ექიმები და ასევე, ციხის საავადმყოფოს ექიმი და “თუ ციხის საავადმყოფოს წარმომადგენლებს ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ განსხვავებული რამ აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ”.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ შეხვედრას პოზიტიური შედეგი ექნება.

“ჩვენ ამ ქვეყანაში კანონიერი და ადამიანური გადაწყვეტილების საფუძველი, ბუნებრივია, არ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საკუთარ პრობლემად აღიქვამს ამ ვითარებას რეჟიმი და ელენეს ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობას მისცემენ. ამისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა ნამდვილად არის საჭირო. ციხის პირობებში ასეთი, არათუ მძიმე დაავადების მკურნალობა არის შესაძლებლობა, არამედ ტკივილის მართვაც კი შეუძლებელია. როგორც ჩვენ ვხედავთ, ამას ციხის საავადმყოფო ვერ აკეთებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ამ შენობიდან ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე იქნება გათვლილი და დაეხმარება ელენეს, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს.

ჩვენთვის ამას მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს, ამ წუთში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ელენე გადავარჩინოთ. დანარჩენი, ამ წუთში, მეორე ხარისხოვანია.

ექიმები გამოვიდნენ რუსთავიდან დაახლოებით ნახევარი საათია. მდგომარეობა ისევ ისეთია, უცვლელი, მძიმე არის ეს მდგომარეობა. ციხის საავადმყოფოს ექიმიც იყო და თუ რამე განსხვავებული აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ, უმკურნალონ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან, სადაც ის კოალიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ამ რეჟიმის და მაკა ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად
შემდეგი სტატიაენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა