ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი-კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე

კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა მთელი საუბარი და თან ერცხვინებოდა ამ ცრემლის. მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ აქამდე. სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე საუკუნეში?! ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი?-წერს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გუშინ პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ფრთხილობს და არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას
შემდეგი სტატიაშეინანე პატრიარქო! თქვენს გამო ერი ისჯება!