ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად დაკავშირებული პირების მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება. TI აცხადებს, რომ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

“საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს”, – წერია განცხადებაში.

TI წერს, რომ აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა მათი და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის ორი მოსაზრება.

ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიპროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია “მთავარი” გახდება აზოვსტალი – ნანუკა ჟორჟოლიანი