ნიკა გვარამიას ადვოკატი – მოწმეებს ბრალდების მხარის მოწმეები მხოლოდ ფორმალურად ჰქვიათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარეს 2 მოწმე უნდა დაკითხულიყო. 2-ვე მათგანი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელია.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოწმეებს ბრალდების მხარის მოწმეები მხოლოდ ფორმალურად ჰქვიათ, ვინაიდან მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად იდევნება.

“ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის საქმეზე გრძელდება სასამართლო განხილვა. გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით, ორი მოწმე არის გამოძახებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ისევე როგორც წინა პროცესებზე ხდებოდა, ბრალდების მხარის მოწმეები ამ ადამიანებს ქვით ფორმალურად. რეალურად, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით არათუ დასტურდება ნიკა გვარამიასთვის წარდგენილ ბრალდებას, არამედ დასტურდება ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია იდევნება პოლიტიკური მოტივით და იდევნება იმის გამო, რომ არის ხელისუფლების ოპონენტი. მეტი სხვა საფუძველი ამ საქმეში არ არსებობს”, – თქვა საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს
შემდეგი სტატიანატოს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა