ნიკა გვარამიას ადვოკატი – ეს არის პირველი პროცესი, სადაც მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 თებერვალს ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება. “რუსთავი 2-ის საქმეზე პროკურატურა სასამართლოში ორ მოწმეს მიიყვანს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მათ დარბაზში დაკითხავენ.

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, “როგორც ჩანს, პოლიტიკური დაკვეთა შეიცვალა და სასამართლომაც განაახლა საქმის განხილვა”.

“ბრალდების მხარე ორ მოწმეს წარმოადგენს და მათ დაკითხავენ. პრინციპში, ეს არის პირველი პროცესი, სადაც მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება, მას შემდეგ რაც საქმე შეჩერებული იყო. დღეს უკვე იწყება ამ საქმის არსებითად განხილვა. როგორც ვიცით, გრაფიკი განისაზღვრა და კვირაში ერთი დღე, ყოველ ოთხშაბათს გვექნება სხდომა”,- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი შემთხვევებიდან 209 თბილისში დაფიქსირდა – კორონავირუსის უახლესი სტატისტიკური მონაცემები
შემდეგი სტატიატყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ