ნიკა გვარამია:”ერმა გაიგო სიბინძურე, რაც მთავარია, გამოგონილი”

nika gvaramia“ნახეთ, რა მარტივია: დადებ ფეიკ პორნოს, მსხვერპლზე ოდნავ მიმსგავსებულს; სახეს დაბლარავ, ვითომ რატომღაც (ისე, ვინმეს დისკრედიტაცია რომ გინდა და პორნოს უქვეყნებ, სახეს რა ლოგიკით ბლარავ?); დააწერ “ატვირთა x-მა” (მსხვერპლმა), მსხვერპლის იდენტიფიკაციისთვის; ჩაუგდებ 2-3 მაღალი სოციალიზაციის და კომუნიკაციის ადამიანს, რომელიც პროკურატურაში წავა და პროკურატურა ატეხავს აჟიოტაჟს დაკითხვებით; კიდევ 2-3 ნაძირალას, რომელიც გამოდებს სქრინებს საჯაროდ, ვითომ შეწუხებული დააღშფოთებული. და მორჩა, შეიკრა წრედი – “საწყალი მსხვერპლი” ცნობილია, ვიდეო – დაბლოკილია, ერმა გაიგო სიბინძურე, რაც მთავარია, გამოგონილი.
აი, რა ჯინი ამოუშვა მანიაკმა ოლიგარქმა. უკვე ფარული ვიდეო რეალურად აღარცაა საჭირო. ამის გარეშეც შეიძლება მსხვერპლის დისკრედიტაცია’-ასე ეხმინება “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს.

banner
წინა სტატიაშირომში სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია
შემდეგი სტატიაკილაძე ბესელიას პასუხობს