ნიკა გვარამია:დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში

“ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას”-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ წარდგენილი – 19-108 მუხლი 18-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია: პროკურორები მშვიდი სახით ისხდენენ, ალბათ, მოსამართლის საბოლოო დასკვნა იცოდნენ
შემდეგი სტატიამოსამართლის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მკვლელობის დაგეგმვის მოტივი არა ანგარება, არამედ შურისძიება იყო