„ზახაროვას განცხადება, ეს დილემა და ულტიმატუმი გადაწყვეტილია რუსების სასარგებლოდ და მე ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გამოდის რუსეთის ინტერესებიდან და ასევე საკუთარი ინტერესებიდან“,_აღნიშნული განცხადება კოალიცია ,,ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში გიორგი თარგამაძის ანალიზი გააკეთა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება ქვეყანას დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.
















