27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ნიკა გვარამია: ვისაც გონია, რომ “ყველა” = “მე ვინც მომწონს ყველა”, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

_ტვინი რომ გასხლა ბევრმა,”ყველა გაერთიანდით”ო, ამ “ყველაში” რას გულისხმობდით, იქნებ განმარტოთ.

იგივე ადამიანები (მათ შორის, პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობდნენ, რომ ლელოს და გახარიას გარეშე ეგ ალიანსი ყოფილი ნაცების გაერთიანებააო, დღეს რაღანაირად ამბობენ, ლელო და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო?
მეორე ნაწილი, უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან ხან ერთზე რომ ამბობენ “მანდ რა უნდა, წავიდესო” და ხან მეორეზე, ეგ რაღანაირი “ყველაა”?
ჩემთვის ერთობა უბრალოდ სიტყვა არაა. ზოგადად, ნებისმიერ სიტყვას ფასი აქვს ჩემთვის და არათუ საზრისს არ ვუკარგავ, არამედ საქმით ვცდილობ მის გაცოცხლებას. „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს,”- გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის.
ვისაც ლაქლაქი და ენის ფხანა გონია საქმე, ან ვისაც სიტყვა “ყველას” მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება, ძალიან შემცდარა.

ვისაც გონია, რომ “ყველა” = “მე ვინც მომწონს ყველა”, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს