24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ნიკა გვარამია: ვეხმაურები ტელეკომპანია “იმედის” ამორალურ პროვოკაციას

“ვეხმაურები ტელეკომპანია “იმედის” ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით:

ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი “პოლიტიკური” და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში. ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას. “პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?
სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.

ps რაკიღა ცალკეულმა ადამიანებმა აღიქვეს ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი პოსტის იმ ნაწილს”,_ წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისადიგოვის უფლებადამცველი: სახალხო დამცველი პასიურად მუშაობს და არ ახდენს დროულ რეაგირებას
შემდეგი სტატიაურთიერთშელაპარაკებისას შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა