20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ნიკა გვარამია ვახო სანაიას დაკავებაზე: დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანებით არ შემოიფარგლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება.

„ვახო სანაიას „ფეისბუქ“ სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ჩვენ ეტყობა დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანების მიერ ქუჩების გაკონტროლება გვგონია“, – წერს გვარამია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდა. სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ვახო სანაია დააკავეს
შემდეგი სტატია“ფბ სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა უკვე საგანგაშო ამბავია”- ნანუკა ჟორჟოლიანი