15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ნიკა გვარამია: წერილი, რომლითაც რუბიომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, საჭიროებს პასუხს

მარკო რუბიოს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება, ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა, ამიტომაც, ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს – დღეს, უნივერსიტეტთან ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ,- აცხადებს „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, წერილი, რომლითაც რუბიომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, საჭიროებს პასუხს.

„მარკო რუბიოს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება და ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. წერილის ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა. ამიტომაც, ეს წერილი ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს! დღეს 7 საათზე უნივერსიტეტთან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის, ამის გამო! უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში რუბიოს დამხვედრები“,- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოცი წერილი გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს”,– წერს რუბიო.

მისივე თქმით, „მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად”.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფგან სადიგოვის განცხადებით, მას ბაქოს აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას