„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში გაკეთებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანგარიში „ქართული ოცნებისთვის” არის უმძიმესი და მათ ეს სახეებზეც ეტყობათ.
მისი თქმით, „ჰააგის სასამართლოში საქმის წაღების არა თუ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა არსებობს”.
„ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის” არის უმძიმესი და მათ ეს სახეებზეც ეტყობათ, დაელოდონ მოვლენების განვითარებას, ძალიან მძიმე განვითარება ექნება მოვლენებს ალბათ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც, იცით, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით საქართველოს საკითხიც დაამატეს.
ის უპასუხისმგებლობა და სიმჩატე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს შენიღბოს საკუთარი მძიმე მდგომარეობა, დამატებით პრობლემებს გაუჩენს მათ. სჯობს, იმოქმედონ, იმისთვის, რომ მინიმალურად სახე შეინარჩუნონ და ამაში მხოლოდ ეპიზოდური მოხალადეების დასჯა არ იგულისხმება, არამედ სრულფასოვან პასუხიმგებლობას პირველ რიგში ქვეყანაში ძალაუფლების მიტაცებისთვის და წასვლას ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ადგილია დასათმობად, ლეგიტიმური ხელისუფლება კი ქართველი ხალხი განსაზღვრავს, დემოკრატიული არჩევნებით.
ჰააგის სასამართლოში საქმის წაღების არა თუ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ქართულ ოცნებას” თუ საერთოდ დაკარგული არ აქვს საკუთარ მომავალზე ხედვა და მხოლოდ დღევანდელ დღეს გადარჩენა აინტერესებს, მაშინ რაიმე რაციონალური ნაბიჯების გადადგმა მართებს”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

















