15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ნიკა გვარამია: თსუ-თან გამართული აქცია პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე შეკრება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისს წარმოადგენს.

გვარამიას თქმით, პროტესტის ამ ეტაპს აუცილებლად სჭირდება კულმინაცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ანიჭებს.

„პროტესტი ცხადია, დღეს არ იწყება… მთავარი არსი ის არის, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი. ამ ტალღას ჰქვია “საქართველო ივანიშვილის გარეშე”… ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების დანახვა და წინააღმდეგობის გაწევის პროცესში გაძლიერება.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს არის დაგეგმილი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: პარტიების აკრძალვა საზოგადოების სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან შეგუებას ემსახურება