სუხიშვილებისა და ნინო ქათამაძის შემდეგ, მმართველი გუნდის პროპაგანდისტულ სამიზნეში ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე მოხვდა.
გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) ნანი ბრეგვაძესა და ფესტივალ „თბილისი ოფენ ეარს“ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ვიდეორგოლით „დასცინა“.
„ნანი ოფენ ეარზე 2027 “, – წერს „უცნობი“ სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მომღერალთან ერთად ასახულნი არიან ლაშა ბუღაძე, ნიკა მემანიშვილი, ქეთი დევდარიანი, ნინია კაკაბაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სამოქალაქო აქტივისტები.
აღნიშნულ ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია.
„უყურეთ ქოცებო, ესაა თქვენი ქართველობა: „თქვენს საქართველოში“ „უცნობს“ ჰგონია, რომ ნანი ბრეგვაძის დამცირება შეუძლია. საბედნიეროდ, საქართველო ჩვენია და თქვენი სამარცხვინო, ტოქსიკური საზოგადოების მიღმა ნანი ბრეგვაძე ლეგენდაა და ყველას გვიყვარს“, – აცხადებს გვარამია.
მისივე თქმით, გავრცელებული ვიდეო უნიჭოა და სამარცხვინო მცდელობას წარმოადგენს.
„არა, მაინც რა უნიჭოა ტიპი, რა უბედურებაა ეს, ეს დასაცინი ფარჩაკობა მაგისგანაც კი ნამეტანია. ან ვისთვისაა ეს ვიდეო, რა კატეგორიაზეა გათვლილი? ჩემთვის ნამდვილად არის – ძალიან გამამხიარულა. ამ დროს მე, ნიკა, ლაკა და ზურა ციხეში ვართ, როგორც ჩანს, თორემ ბექ-ვოკალში ვიდგებოდით ალბათ.
P.S. ყველაზე მეტად მაინც ქეთი დევდარიანი არფაზე და ნინია კაკაბაძე ფლეიტაზე გამიკვირდა. ჩემი აზრით, ჩვენი არყოფნის პირობებში თქვენ უნდა მდგარიყავით ბექებში ეკა კვესიტაძესთან ერთად, ვითარცა ტრიო ღანძილი“, – წერს ნიკა გვარამია.
















