ნიკა გვარამია თეა წულუკიანს პასუხობს და ამბობს, რომ ის “პოლიტიკური ლეშია”

დღეს ვხედავთ ძალადობის სერიის გაგრძელებას ხელისუფლების მხრიდან – აცხადებს ნიკა გვარამია საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ უშვებენ.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ ყველაფრით მორიგ ჯერზე ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუცია:

კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია 1 ბრძანებით სამთავრობო დაცვის სამსახურის. ეს ძალადობები უნდა გაჩერდეს და ერთადერთი რაც ამ ძალადობებს გააჩერებს, ამ ეტაპზე, არის მთავრობის სრული შემადგენლობით წასვლა.

წულუკიანს მინდა ვუპასუხო, პოლიტიკური ლეშია, ჩვენზე თქვა ლეშიჭამიაო. ..არ შევეგუებით ჯალათ წულუკიანს, ჯალათ ღარიბაშვილს. ქალბატონო წულუკიანო, ისე მოგიწევთ წასვლა, მაღლა მზე იქნება” ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე: არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი
შემდეგი სტატიაწულუკიანი – ზოგიერთი ტელევიზია ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს, ეს სირცხვილია