ნიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედს” პასუხობს

ნიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედს” პასუხობს. საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც „იმედის კვირამ“ მოამზადა და სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და ფეისბუქში ლაივებში ბილწსიტყვაობა მისი მხრიდან.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება.

„ლაივები რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც “იმედის” საქმე ყოფილა. სინამდვილეში ვიცით რა მოხდა. ეს არის რეაქცია დედა მოტ…ულ სვავზე. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ამ კაცმა გადმოკვეთა წითელი ხაზი და ახლა უპასუხეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხი, პირდაპირ სტალინური ამბავია. ეს არის ტოტალური გამოყ… ება, ბოდიში ყველას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ფეისბუქ ლაივების შემდეგ ემუქრებოდნენ. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და სულ ერთია რა ფორმით დაემუქრებიან მას. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.

„ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით. მაინც დედა მოტყ… სვანია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

https://youtu.be/MMUxw7Wyl9Y

banner
წინა სტატიაში„ქოცების“ ვიზიტის მერე ზუგდიდი ნაომარ ველს დაემსგავსა
შემდეგი სტატიაბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს