ნიკა გვარამია ტელეკომპანია იმედს მიმართავს

“მივმართავ ტელეკომპანია იმედს:

გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა”-წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიგამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს