ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ნიკა გვარამია სუსში 6 დეკემბერს 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„ერთი ფბ-პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“ – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა“ მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხონ.

მოგვიანებით, გვარამიამ განმარტა, რომ როდესაც ხელისუფლება უზურპირებულია, ის კარგავს ლეგიტიმაციას – საერთაშორისო კონვენციებიც „გვაძლევს ლეგიტიმურ და შეიძლება ითქვას, გარანტირებულ საშუალებას, რომ ავჯანყდეთ ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

banner
წინა სტატიაში“შეცვალეს” აქტივისტმა შსს-ში განცხადებასთან ერთად “გაიშნიკის” ჯოხი შეიტანა
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ეპარქიაში წლების განმავლობაში აღარ მსახურობდა