ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში ამ წუთებში მივიდა.

“მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ მიბარებენ და რაღაცეებს მეკითხებიან, ეს ხუმრობით, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნახევრად ხუმრობით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიწულაია – ლონდონისა და ვილნიუსის მერიას 10-ჯერ უფრო ნაკლები მანქანა ემსახურება, ვიდრე ვანის გამგეობას თუ მერიას
შემდეგი სტატიანონიაშვილი – ხელისუფლებამ გააჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მტრად გამოაცხადებენ