ნიკა გვარამია: სულ არ მაღელვებს რესტორნების მომღერალთა პროფკავშირი

NIKA GVARAMIAტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე რესტორნის მუსიკასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: “დამატებითი განმარტება იმათთვის, ვისაც შეურაცხყოფა ელანდება ყველგან: რესტორნული მუსიკა არის პოსტსაბჭოთა მუსიკალური სუბკულტურა. კავშირი არა აქვს კლუბურ მუსიკასთან, ხარისხთან, გემოვნებასთან და არის უხარისხო და უგემოვნო ტაშფანდური. ვისი შესრულებითაც არ უნდა გვესმოდეს. და ცუდზე უნდა ითქვას, რომ ცუდია. სულ არ მაღელვებს რესტორნების მომღერალთა პროფკავშირი (მათ რიგებში, სასაცილოა, მაგრამ ცნობილი მიზანთროპებიც და მაღალ გემოვნებაზე პრეტენზიის მქონენიც რომ აღმოჩნდნენ) რას იტყვის და იფიქრებს. ცუდი ცუდია და ასე უნდა დაერქვას, თუ ასე ფიქრობ. ფორმაც შესანიშნავია – დიახ, მუსიკაში ვამბობთ რესტორანს, ვგულისმობთ ცუდს. რა არის აქ შეურაცხმყოფელი? ცუდი სუბკულტურაა ცალსახად და ამიტომაცაა ცუდის სინონიმი. შრომით ვინც როგორც უნდა ისე იშრომოს პატიოსნად. ტაპიორებიც პატიოსნად შრომობდნენ, მაგრამ ცუდი პიანისტოპის სინონიმი არიან მაინც” – წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიარიზონაში მზის ელემენტებზე არსებული თვითმფრინავი დაეშვა
შემდეგი სტატიაპანკისელებმა განაცხადეს, რომ სტერეოტიპი „ტერორისტული რეგიონის“ შესახებ უნდა დაიმსხვრეს