ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებას შეეწირა, ის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია – კუბილიუსი

“ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებას შეეწირა, ის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს.

ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებას შეეწირა. ის აკრიტიკებს მთავრობას ტელევიზიის საშუალებით და მთავრობას უბრალოდ ეშინია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის. ამიტომ, გვარამია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდა. რატომ იქცევა ასე “ქართული ოცნება”. მაქვს ეჭვი, რომ ისინი ამას განგებ აკეთებენ და ქმნიან ხელივნურ დაბრკოლებებს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

მას შემდეგაც კი, როდესაც კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ნიშნებს, რომ “ქართული ოცნება” აპირებს რამის შეცვლას. ნაცვლად იმისა, რომ შეცდომები გამოასწორონ, ისინი ახლა ყველას ადანაშაულებენ – ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს. ჩემთვის ეს ქცევა ჰგავს კრემლის ქცევას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ყველაფერში დასავლეთია დამნაშავე.

საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვფიქრობ, ქართველ ხალხსაც უკვე კარგად ესმის, ვინ არის ნამდვილი დაბრკოლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, – ამბობს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშიგაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“, გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიამომავალი არ ეკუთვნით მათ, ვინც საქართველოში რუსული სტილის მმართველობის დამყარებას ცდილობს – იუკნევიჩიენე