13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ნიკა გვარამია: წყაროები: სისხლიანი ჩხუბი. მოვიდა სუსი, “აკრიფა” ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში

“წყაროები “ქართული ოცნებიდან” და სუსიდან:

რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე.

კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები).

სისხლიანი ჩხუბი.

ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.

მოვიდა სუსი. “აკრიფა” ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.

შედეგი: “პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, “შიოლასავით”.

ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. “პატარა სოფელი” ,_ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: სისტემა ჭამს საკუთარ შვილებს და კობახიძის ჯერიც დადგება, ივანიშვილი მასაც გაწირავს
შემდეგი სტატიაქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა, განვითარების შესაძლებლობები – NGO-ები OGP-დან გარიცხვაზე