ნიკა გვარამია: სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი

რამდენიმე საათის წინ, რუსთავი 2-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

“მოკლედ, რა ხდება. მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და რ2 გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ). ნუ ამათ რა აწუხებთ და ამ მოთხოვნით რას ამტკიცებენ, გასაგებია.

ახლა, მოკლედ, ქვემოთ რაც დავდე იმის შესახებ. აბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით რ2 სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ რ2ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%იანი სიზუსტით – ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები.

სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი”-წერს რუსთავი2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისოჭში ქალაქის მერის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესიაში მონაწილეობს