ნიკა გვარამია: სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ვაკე ბრონქსად აქცია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

შენობაში შესვლამდე ნიკა გრავამიამ მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

“არავითარ ბოდიშს არ მივიღებ. კანონის ფარგლებში დავასჯევინებ ამ ადამიანებს. ჩავყვები ბოლომდე. სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ვაკე ბრონქსად აქცია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორთან ერთად ქალაქის სამმართველოში მისი მეგობარი დავით დოიაშვილიც მივიდა, რომელიც თავდასხმის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიამ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძის შვილი ღიად აცხადებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში მონაწილეობდა