ნიკა გვარამია შსს-ში გამოკითხვაზე არ მივა

”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

”მე გამოკითხვაზე არ მივდივარ. მე არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას ჩემსას სასამართლოს მეშვეობით. მე ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით, თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მე მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასმაართლოს მეშვეობით”,- განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განცხადებით, მას მინდობილობა უკვე გაცემული აქვს და მისი დაკავების შემთხვევაში, ტელევიზიას ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს.

„თუ არ გეყოფათ საღი აზრი და მე დღეს დამაკავებთ, „რუსთავი 2“ მაინც იდგება ფეხზე. აქცია მაინც ჩატარდება. მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე, „რუსთავი 2“-ის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში(video) ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს რუსთავი2-ის ვალებზე – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლება ჩაბმულია შეთქმულებაში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ”- გვარამია