ნიკა გვარამია შსს-ს აფრთხილებს

,,საქართველოში უკვე ნორმადა დამკვიდრებული ჟურნალისტების ცემა ან სხვაგვარი შევიწროება, რაც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სისტემატური თავდასხმების და ძალადობის წახალისების პირდაპირი შედეგია!”-ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

გვარამია , რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას საქმის მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

,,ჩვენს ჟურნალისტს ედიშერ მუშკუდიანს და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გაფრთხილებთ, თუ მყისიერად და სრულფასოვნად არ გამოიძიებთ ამ საქმეს და ამ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირი თუ დააღწევს პასუხისმგებლობის მთელი სიმკაცრით დასჯას, მაშინ დამატებითი მოკვლევისა და მტკიცებულებების გარეშე, ამ დანაშაულის ორგანიზებასა და განხირციელებში ერთადერთ და მთავარ ბრალეულად ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლებას!-წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაში“ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით სურთ შემოსვლა”
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართალი’’ მკაცრად გმობს ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფზე წყალტუბოში მომხდარი ძალადობის ფაქტს