ნიკა გვარამია: სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს

ნიკა გვარამიამ გააპროტესტა წინა სხდომაზე მისი მონაწილეოის გარეშე პროცესის ჩატარება.

„სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს. ეს საქმე ეხება ქვეყანაში დემოკრატიის საკითხს. სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს კონტექსტი“, – მიმართა გვარამიამ სასამართლოს.

მან განაცხადა, რომ უცნაურია ის ტემპი, რაც სასამართლოს აქვს აღებული.

„მე არ ვიცი ბერმუნდის რომელ სამკუთხედში იკარგებოდა კოლეგა, რომელიც თქვენამდე იხილავდა ამ საქმეს“, – უთხრა გვარამიამ მოსამართლეს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, წინა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ საქმის განიხლვას ხუთი თვე დასჭირდებოდა. თუმცა გვარამიამ აღნიშნა, რომ უცნაურია, თუ რატომ განიხილავს ახალი კოლეგია საქმეს ასეთი ტემპით, როდესაც 3 კვირის ვადაში თითქმის დაასრულა განხილვა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმე – ადვოკატები მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობას აყენებენ
შემდეგი სტატიასააღდგომოდ ზუგდიდის მიმართულებით დამატებით მატარებელი გავა