11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ნიკა გვარამია: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება..

„მე მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც თავისუფალია, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება გამოხატოს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს. წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს. კი ბატონო,“ – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი პარტიების გამოჩენა საჭიროა.

„საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა,“ – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშირატომ არ ეხმარება ბრიტანეთი აშშ-სა და ისრაელს სამხედრო ძალით
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი” – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე