ნიკა გვარამია: რუსთავი2 გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რაშიც იგულისხმება ტელეკომპანიის შიგნიდან გამაგრება

“ხვალ გადაწყდება არა მარტი რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება” – რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ბრიფინგს მართავს.

ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

“ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ორი მოსამართლის აცილების მოთხოვნას აყენებს და უზენაეს სასამართლოსთან აქციას აანონსებს.გვარამია განცხადებით, ხვალ ,2 მარტს, უზენაეს სასამართლოსთან გაიმართება აქცია, პარალელურ რეჟიმში კი გაიხსნება ეთერი ყველა მხარდამჭერისთვის და იქნება ღია მიკროფონი.

,,ეს გაგრძელდება მანამ სანამ უზენაესი სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს,”- განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რუსთავი2 გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რაშიც იგულისხმება ტელეკომპანიის შიგნიდან გამაგრება.

banner
წინა სტატიაშიის პროცესი, რაც ახლა საპატრიარქოში მიმდინარეობს, არ არის არც ქართული სახელმწიფოს მიერ მართული და არც პოლიტიკური მხარების მიერ მიერ
შემდეგი სტატიამე, დღეს როგორც არასდროს, ამაყი ვარ რუსთავი 2-ის გუნდით