ნიკა გვარამია: რუსთავი 2-ის მოსამართლეს ივანიშვილის პარტიისთვის 60 ათასი აქვს შეწირულია

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მზია თოდუას, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” შემოწირულობის სახით 60 000 ლარი აქვს ჩარიცხული.
“ქალბატონ მზია თოდუას, მივმართავ, რომელის პალატის თავმჯდომარეა, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა თქვენი პერსონისა და კვალიფიკაციის მისამართით, ჩვენე არ გენდობით. თქვენ იყავით “ქართუს” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის ორი შეწირულობა გაქვთ გაკეთებული -ჯამში 60 000 ლარის ოდენობით. ამიტომ, ნუ განიხილავთ ამ საქმეს ჩვენ არ გენდობით თქვენ! კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას თქვენდამი, მაგრამ გიცხადებთ უნდობლობას” – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“ – ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიალაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთში 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს