ნიკა გვარამია რუსთავი 2-დან მისი შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

“რუსთავი2 “-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს:

“ვუყურებ ახალი პარლამენტის კომპოზიციას, ვაკვრდები ტექტონიკურ ძვრების ქართულ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში და ვასკვნი, რომ რუსთავი 2 ისე მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში, როგორც არასდროს.
აქვე ვეხმაურები გავრცელებულ ჭორებს – არსად არ მივდივარ, ვრჩები რუსთავი 2-ში და ბოლომდე ვიბრძოლებ მის და ქვეყნის გადასარჩენად. რომც მინდოდეს წასვლა (და არ მინდა), ახლა ამის უფლებას მაინც არ მივცემდი საკუთარ თავს”,- აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ოთხპუნქტიანი გეგმა გულისხმობს უმთავრესი მიზნის მიღწევას, რომ ქვეყანაში შემცირდეს უმუშევრობა