10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ნიკა გვარამია: რუბიოს ზარს პუტინის ემისარი რომ მოჰყვა კვალდაკვალ და ირანთან სამარცხვინო რევერანსი დაემატა, ამაზე დავფიქრდეთ, აჯობებს

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს.

ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, „ქოცებმა“. ამ სამარცხვინო და სულელური ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა – ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით, – ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, „ქოცებმა“. ამ სამარცხვინო და სულელური ტყუილით (თან, ირანელი დიპლომატის განცხადებიდან მესამე (!) დღეს) შეიზილეს „ქოცებმა“ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. მაგათ ვინ დაეძებს, ჩვენს სამშობლოსაც შეაზელინეს.

ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით, რომლიც თბილისში ვიზიტამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მოსკოვში იყო ვიზიტად. „როსია 24“- თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოლდოვის პროევროპულმა კურსმა ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, ის კი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

ვინ იცის, ვისგან მოაქვს დოდონს „მოკითხვა” ივანიშვილთან?

რუბიოს ზარს პუტინის ემისარი რომ მოჰყვა კვალდაკვალ და ირანთან სამარცხვინო რევერანსი დაემატა, ამაზე დავფიქრდეთ, აჯობებს, კალაძის ბოდიალის ნაცვლად“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს მიმართავს