ნიკა გვარამია – „რეჟიმი აგონიაშია“ – თავის მოტყუებაა, რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას, ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება

კარგად მესმის, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც, მაგრამ მინდა, ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და შეაფასე, როგორაა ის თავად, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„შევხედოთ „ქართულ ოცნებას“: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.

P.S. ოღონდ „რეჟიმი აგონიაშია“ – თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება“, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიWashington Post: ირანმა საქართველოს მოქალაქეს აზერბაიჯანელი რაბინის მკვლელობა დაუკვეთა
შემდეგი სტატიათიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მედალი მოიპოვა