ნიკა გვარამია – “რესპუბლიკური პარტია” მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გუშინ, 10 თებერვლას სოციალურ ქსელში მასსა და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილს შორის მომხდარ “სამწუხარო ინციდენტს” ეხმაურება.

მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად.

“ბატონი დავითიც გულმხურვალეა საკუთარი პარტიის პოზიციების დაცვაში და მეც – საკუთარი არხის და ჟურნალისტების ინტერესების. ეს აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ინციდენტის წინაპირობა.

არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას, არც იმის გარჩევას, ქალბატონი ხათუნა სამნიძის, გუშინ გამოთქმული პოზიცია რამდენად სწორად მიგვაჩნია (ამაზე გვაქვს ჩვენი აზრი, მისი დაფიქისრების ულფებასაც ვერავინ წაგვართმევს, რაც ვქენით კიდეც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის და შეფასების ფორმების ფარგლებში, კორექტულობის სრული დაცვით). მნიშვნელობას მივანიჭებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს არხს არაერთგზის დაუფიქსირებია საკუთარი უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიმართ და, რაც არ უნდა არ ვიზიარებდეთ მათ კონკრეტულ პოზიციას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს პარტია მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად.

მთავარი არხი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს, კვლავ რჩება საკუთარი კეთილგანწყობილი პოზიციის ერთგულად რესპუბლიკური პარტიის მიმართ და წარმატებებს უსურვებს მას”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – სააკაშვილს დიდი სურვილი აქვს, შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის ცოლი – იმედი გვაქვს, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მაინც გათავისუფლდება