“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დიდი ხანია პოლიტიკაშია და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. მისივე მტკიცებით, ნიკა გვარამია “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენელია და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება.
“გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ. არაფერი არ შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში”, – ამბობს კალაძე.