ნიკა გვარამია -“ქერის უბანს” ახალი გმირი ჰყავს

მულტიპლიკაციურ სერიალს ქერის უბანს ახალი გმირი ჰყავს. ძველ და უკვე კარგად ნაცნობ გმირებთან ერთად მალე სერიალში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოჩნდება.

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი საკუთარ გმირს თავად გაახმოვანებს. გახმოვანების პროცესი უკვე დაწყებულია და ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის დუბლირების სტუდიაში ხმას წერს.

გრაფიკულმა დიზაინერებმა უკვე დაამზადეს ახალი გმირის 3D ვერსიაც.

ქერის უბის შემოქმედებითი ჯგუფი დამატებით დეტალებს არ ახმოვანებს.

banner
წინა სტატიაში„თუ ასეთი წარმატებული იყო მიშა, ამიხსენით, რატომ ვერ ბრუნდება ის საქართველოში?!“
შემდეგი სტატია,,ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან”