ნიკა გვარამია პროკურორის დღევანდელ განცხადებას უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პროკურორის დღევანდელ განცხადებას უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს. ნიკა გვარამიამ სტატუსი “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

“გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე – არის ტყუილი.

გირაოს დამძიმება გირაოთი – არის ტყუილი.

ბრალდებულის უფლებაა, ბრალდების არაღიარების ფორმად გამოიყენოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გირაოს გადახდაზე უარის თქმა (ეს რომ პატიმრობას გამოიწვევს, მისი არჩევანია და პროტესტის ფორმა მისი აზრით უკანონო ბრალის წინააღმდეგ). ეს უფლებაა სწორედ მისთვის გარანტირებული უნიკალური კოდით, ანუ მექანიზმით, გირაო გადახდილ იქნეს მხოლოდ მის მიერ ან მისი უშუალო და ექსკლუზიური თანხმობით, და არა ვინმე “კეთილის მსურველის” მიერ მისი ნების გარეშე ან მისი ნების საწინააღმდეგოდ.

მოკლედ, რასაც ვუყურებ, ქოცებმა ჩაისვარეს და მთელი ორი საათია აპრავებენ მელიასთვის მისი თანხმობის გარეშე, მეტიც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გირაოს გადახდას მესამე პირის მიერ, და ასევე გირაოს დამძიმებას სასამართლოს მიერ კიდევ უფრო დიდი გირაოთი (უკვე მესამედ.

მართალი აღმოჩნდა – ვერ დაიჭერთ “- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპროკურორმა ნიკა მელიას გირაოს გადახდისა და უნიკალური იდენტიფიკატორის კოდთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება
შემდეგი სტატიაპროკურორი მელიას გირაოზე – არანაირი თანხა არ არის ჩარიცხული