32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ნიკა გვარამია: ფეხებზე მკიდია, ესენი დამიჭერენ თუ არა

საერთოდ ფეხებზე მკიდია, დამიჭერენ თუ არა – რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რაც შიგნით ხდება, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მის წინააღმდეგ საქმეში არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს.

„სადაც ორი ქალია ციხეში, ერთი დააბრმავეს და მეორე ვერ გადაადგილდება, მზია ამაღლობელზე და ელენე ხოშტარიაზე ვამბობ, ოთხი შვილის დედაა ხოშტარია, მე მგონი მესამე ქალს კიდევ იჭერენ – მარიამ მეყანწიშვილს, ერთი შვილის დედას; სადაც ციხეში უშვებენ ქალებს, იქ კაცები რომ დაგვიჭირონ, არაუშავს, გადავიტანთ. სამარცხვინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ „ქოცობა”. რაც შეეხება პროცესებს, არ ვრჩები ხოლმე, ჩემზე მოწმე საქმეში არ ჰყავთ, არ ვიცი, რას ვუსმინო, რას დაველოდო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს”,- განაცხადა გვარამიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსებისკენ იყო მიმართული.

„მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, ისე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, გეგონება გილაური მისი პრემიერ-მინისტრი არ იყო, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთან, მათი დამფინანსებელი ყოფილიყო წინასაარჩევნოდ, ამის მოსმენა უკვე შეუძლებელია. გუშინ, დავწერე სტატუსი, აქამდე თავდასხმებს ვპასუხობდი, ახლა თავდასხმებსაც აღარ ვუპასუხებ, მომბეზრდა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას” და იმას, რაც შიგნით ხდება. რაც შეეხება ალიანსს, ალიანსი ერთი პარტია, არც ერთიანი სია არ არის, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, არ მიიღოს”,- განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
შემდეგი სტატიაყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა: კობახიძე