„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
“დაკავებულ “ოცნების” მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა.
პოლიტიკოსის თქმით, ისევე როგორც ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ისე “ქართული ოცნების” დაკავებულ ყოფილ ლიდერებს “თავისუფალი სასამართლო არ ღირსებიათ”.














