ნიკა გვარამია პარტიულ თანამდებობას უახლოეს დღეებში დაიკავებს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარტიულ თანამდებობას უახლოეს დღეებში დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გვარამია ამბობს, რომ „მთავარ არხში“ 12%-იანი წილის ქონა, არ იყო თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან.

„მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12%-იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში“, – აცხადებს გვარამია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატიააფხაზეთის “ოფიციალური ვალუტა” რუსული რუბლია-26 მხარდამჭერი და 2 წინააღმდეგი