ნიკა გვარამია: ოპოზიციის ამომრჩეველს არ აინტერესებს მხოლოდ პარლამენტში შესულების კრიტიკა და სამოქმედო გეგმის მოლოდინშია

“არ შევდივარ პარლამენტში” და “ბოიკოტს ვუცხადებ” და წერტილი, ეს საკენკია ჩვეულებრივად – მთავარი არხის გენერალური დირექტორი ოპოზიციას მიმართავს და მათ პასიურობაზე საუბრობს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველს არ აინტერესებს მხოლოდ პარლამენტში შესულების კრიტიკა და სამოქმედო გეგმის მოლოდინშია:

“არ შევდივარ პარლამენტში” და “ბოიკოტს ვუცხადებ” და წერტილი, ეს საკენკია ჩვეულებრივად. ამისთვის თქვენი ამომრჩეველი არამგონია რომ იღწვოდეს, რომ უყუროს თქვენ როგორ ზიხართ სადღაც და აკრიტიკებთ პარლამენტში შესულებს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მე მოლოდინის რეჟიმში ვარ და მაინტერესებს რას აპირებს ოპოზიცია მათ შორის პოლიტიკური პროცესის შეჩერებას, სასამართლო პორცესების შეჩერებას და წულუკიანისებრთაგან საქართველოს განწმენდას როგორ აპირებს, ამაზე ჯერ არაფერი მომისმენია”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით ოპოზიციის 3 თვის წინანდელ და ახლანდელ განცხადებებს შორის არაფერი შეცვლილა.

შეგახსენებთ, სასამართლომ 2 თებერვლიდან ნიკა გვარამიას პროცესები განაახლა. საუბარია ე.წ. რუსთავის 2-ის საქმეზე. დღეს ე.წ. ტექნიკური სხდომა გაიმართა და მომდევნო პროცესი 11 თებერვალს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაეკა ხოფერიამ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები უზნაძის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოდან გაყარა!