ნიკა გვარამია: ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

“ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერტდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდნ აპირებს პარლამენტში შევლას და ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას, გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად.

მოკლედ, შვიდივესთან ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: “არ შევდივარ” ან “ამიტომ და ამიტომ შევდივარ”, ან “კომენტარი არ გააკეთა”, რაც ასევე პასუხია.

არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის შესვლას, ის სიის მესამე ნომერია ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიამელია: ხალი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა