„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გასვლის შესახებ. გვარამიას განცხადებით, პარტიის მიერ კოალიციის დატოვება მათივე გადასაწყვეტია, თუმცა ეს პროცესი ალიანსის მუშაობას ვერ შეაფერხებს.
პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური გაერთიანება გეგმის მიხედვით აგრძელებს საქმიანობას და ერთადერთი, ვისაც მათი შეჩერება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია:
„სჯობს, საერთოდ არ გავიდეს. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის, ვმუშაობთ. მუშაობაში ხელის შეშლა შეიძლება მხოლოდ შეფერხებით და ციხეში გაშვებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.















