“ნაციონალურ მოძრაობაში” ჩემს თავს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში” ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რაშიც ენმ-ს ეთანხმება, თუმცა არის ისეთი საკითხებიც, რომელიც ამ პარტიასთან თანხვედრაში არ მოდის.
“ნაციონალური მოძრაობა” არის ამ ქვეყნის, ამ წუთში ყოველ შემთხვევაში, ყველაზე დიდი პოლიტიკური ოპოზიცია, მათ აქვთ თავისი გზა, მათ აქვთ ეს არჩევანი გაკეთებული. მე ბევრი თანხვედრა მაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ბევრი საკითხია, სადაც ჩენ თანხვედრა არ გვაქვს და ამიტომ მე ვერ ვხედავ ჩემს თავს იქ. არიან ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ვინც დღეს არის მართვაში ამ პარტიის, ეს მათი გადაწყვეტილებაა, – ამბობს ნიკა გვარამია.