“საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1 795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დატოვა.
ვულოცავ ყველა აბიტურიენტს!
განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა.
ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარჯვებას!” | წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ეხმაურება მიქანაძის განცხადებას, რომელმაც თქვა: “წელს დავუშვებთ გამონაკლისს და კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ”















