ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტსა და წილს ტოვებს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამავე ტელევიზიაში თავის წილსა და პოსტს ტოვებს.

„მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი, გიორგი გაბუნია გახდება.

წილების გასხვისებაზე გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში ასახვის შემდეგ „მთავარი არხის“ მფლობელები იქნებიან:

სოფო ლილუაშვილი – 12%
გიორგი რურუა – 2,5%
„საქართველოს უნივერსიტეტი“ – 2%
ნიკოლოზ სისაური – 3%
BGIM – 39,6%
ბაკურ ჯახაია – 37%
„ომეგა მოტორს ჯგუფი“ – 0,2%
„ომეგა მოტორს თბილისი“ – 0,2%
თეიმურაზ ვასილიძე – 1%
მარი ანნა რურუა – 2,5%
აღნიშნული ცვლილებების დასარეგისტრირებლად დოკუმენტები საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა.

საკითხის წარმოება საჯარო რეესტრს ჯერ დასრულებული არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრის აპარატის საქმიანობაზე სოც.ქსელში დაიხარჯა $736… $28,128 კამპანიის „ქართული ენა გვაერთიანებს“ დანახარჯია, თეა ახვლედიანის უწყების თავის მართლება
შემდეგი სტატიასააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული – ოხანაშვილი