8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ნიკა გვარამია: მრავალპარტიულობის გაუქმება აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ნიშნავს.

გვარამიას თქმით, მრავალპარტიულობის გაუქმება დარტყმას მიაყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ისტორიულ მიღწევებს.

„ამ დღეს, 36 წლის შემდეგ, ამ ქალაქში მრავალპარტიულობის გაუქმება საბჭოთა კავშირის შემობრუნებაა. ეს არის ქვეყნისა და ყველა ისტორიული მიღწევის გაუქმება. ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება ევროკავშირში გაწევრიანებას — ეს აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ ტვ პირველთან.

ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე სწორედ ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით განახლდება.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: სათამაშო ბიზნესს მწვანე შუქს უნთებენ – ლუდომანია ახალგაზრდებში სასიცოცხლო პრობლემაა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: პარტიების აკრძალვა იმ უფსკრულის დასაწყისია, რომელშიც “ოცნება” ჩადის